ჩვენ შესახებ

შ.პ.ს „Mira-Hotels“ წარმოადგენს სასტუმროს მართვის კომპანიას, რომელიც დაკომპლექტებულია პროფესიონალთა მაღალკვალიფიციური გუნდით და რომელთაც სტუმართმანსპინძლობის სფეროში მრავალწლიანი გამოცდილება აკავშირებთ.  ჩვენი გუნდი გთავაზობთ სასტუმროს მართვის სრულ მომსახურებას, რომელიც მიზნად ისახავს  როგორც კონცეფციის შემუშავებაში მაქსიმალურ მხარდაჭერას, ასევე შემოსავლების მნიშვნელოვან ზრდას - დაწყებული სასტუმრო კონცეფციის დიზაინიდან, კონსულტაციიდან და დამთავრებული წარმატებული მენეჯმენტით. ეს კომბინაცია ქმნის ძლიერ, გრძელვადიან პარტნიორობას და მოაქვს წარმატებული ფინანსური შედეგები, რაც ხდის „Mira Hotels Company“-ს სასტუმროს სასურველ ოპერატორად.

ვამახვილებთ რა ყურადღებას სარესტორნო მომსახურებაზე, შემოსავლების მართვაზე, განვითარებაზე, სტუმრებთან ურთიერთობასა და ა.შ., ძალისხმევას არ ვიშურებთ თქვენი შემოსავლების მაქსიმალური მომგებიანობის უზრუნველსაყოფად. ჩვენ მუდმივად ვმუშაობთ შემოსავლების მართვის, მარკეტინგისა, პოზიციონირების და ზოგადად მთლიანი შემოსავლების გაზრდაზე.

სასტუმროს მენეჯმენტი

შემოსავლების მართვა და სტრატეგია

სასტუმროს შემოსავლების სწორად მართვისა და ფასების შესაბამისად განსაზღვრით, ჩვენი პროფესიონალი გუნდი მაქსიმალურად ცდილობს,  გაზარდოს თქვენი მთლიანი შემოსავალი. სასტუმროს შემოსავლების, ფასების დადგენისა და განაწილებაში ჩვენი საუკეთესო პრაქტიკითა და გამოცდილებით, ჩვენ გავზრდით თქვენი სასტუმროს მთლიან შემოსავალს. 

წინასწარი გახსნის დაგეგმვა

სასურველი სასტუმრო კონცეფციის შექმნა ძალზედ მნიშვნელოვანია, თუმცა სასტუმროს გახსნა თავად ხელოვნებაა. ჩვენი პროფესიონალი სასტუმროს მენეჯერები დეტალურად განიხილავენ სავარაუდო განლაგების ყველა ასპექტს; ყველა საჭირო ნაბიჯები დეტალურად იქნება გაკონტროლებული და რეგულირებული. ჩვენი გუნდი მზად არის, დაგეხმაროთ სტრატეგიის განვითარებაში, მარკეტინგული და სამოქმედო გეგმების მომზადებაში.

კონცეფციის განვითარება

ჩვენს გუნდს შეუძლია შექმნას თქვენი სასტუმროს კონცეპტუალური დიზაინი საწყისი ეტაპიდან. ჩვენ გვაქვს სასტუმროების ახალი კონცეფციების განვითარების და ორიგინალური იდეების შემუშავების კარგი გამოცდილება,  მათ შორის ბრენდინგი და შემდგომ მისი გატანა ბაზარზე. თუ თქვენ ეძებთ შექმნათ ახალი იდეალური ადგილი საქმიანი თუ დასვენების მოყვარული მოგზაურებისთვის, ჩვენ აქ ვართ თქვენს დასახმარებლად.

ფინანსები და აქტივების მართვა

ჩვენი მიზანია მოვახდინოთ შემოსავლის გაზრდა თქვენს მიერ სასტუმროში ჩადებული ინვესტიციის საფუძველზე. ჩვენ სტრატეგიულად გავაუმჯობესებთ თქვენს ფინანსურ შედეგებს როგორც  მოკლევადიანი მოგების ოპტიმიზაციით, ასევე გრძელვადიანი საოპერაციო ხარჯების კონტროლისა და უძრავი ქონების აქტივების შენარჩუნების მეშვეობით.

გაყიდვები და მარკეტინგი

წარმატებული მარკეტინგული საშუალებები ძალზედ მნიშვნელოვანია სასტუმროს მომგებიანი ფუნქციონირებისათვის. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ნებისმიერი სასტუმროს წარმატების საფუძველი საყოველთაო გაყიდვებსა და კარგი მარკეტინგის სტრატეგიაშია. თანამედროვე მარკეტინგული საშუალებების გამოყენება კარგ შედეგს იძლევა. ჩვენი გუნდი დაკომპლექტებულია პროფესიონალებით ინტერნეტ მარკეტინგისა და ონლაინ დისტრიბუციის სფეროში, ამას დამატებული გაყიდვების წარმომადგენლობა და წარმატებული მოლაპარაკებები.

სასტუმროს სარესტორნო მომსახურება

ჩვენი სასტუმროს პროფესიონალ მენეჯერებს აქვთ კარგი გამოცდილება სასტუმროს რესტორნების მენეჯმენტში. ჩვენი მომსახურების მიზანია ვუზრუნველვყოთ განსაკუთრებული მომსახურება,  სტუმრების კმაყოფილების მაღალი ხარისხი და ამასთანავე  გაყიდვების ეფექტური საშუალებით შემოსავლების  მაქსიმალურად გაზრდა.

ჩვენ შევიმუშავებთ იმ სტანდარტს, რომელიც ეფუძნება საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას.  ჩვენ მუდმივად ვაკონტროლებთ მომწოდებლის პროდუქტის ხარისხს უსაფრთხოებისა თვალსაზრისით. 

სასტუმროს კონსალტინგი

მრავალი წლის განმავლობაში, „Mira Hotels“ წარმოადგენს სტუმართმანსპინძლობის ინდუსტრიის სანდო და წარმატებულ  პარტნიორს სასტუმროების მართვასა და კონსალტინგში. Mira Hotels, რომელსაც მართვას პროფესიონალთა გამოცდილი და მოტივირებული გუნდი, ემსახურება კლიენტების ინტერესების დაკმაყოფილებას, ბიზნესის განვითარების მიზნით და ამ მიზნების მისაღწევად მჭიდროდ თანამშრომლობს მათთან სტრატეგიებისა და სხვადასხვა სახის კონცეფციების დანერგვისას. ჩვენ წარმატებით ვასრულებთ შედეგებზე ორიენტირებულ მომსახურებას, შევიმუშავებთ თანამედროვე სტრატეგიებს, ვუზრუნველყოფთ მენეჯმენტსა და მარკეტინგში ინოვაციური საშუალებების გამოყენებას, უმაღლესი მომსახურების, საოპერაციო და ფისკალური ადმინისტრაციის სტანდარტების დანერგვას.

ჩვენი პორტფოლიო

სასტუმრო „რივერ საიდი“

Read more...

ტიფანის ბარი თბილისი

Read more...

რესტორანი „ტიფანი ტერასა“

Read more...

მირა თრეველი

Read more...

კონტაქტი

მტკვრის მარჯვენა სანაპირო, ბროსეს ქუჩა, 0108, თბილისი, საქართველო
info@mirahotels.ge +(995 32) 224 22 44